გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ისევ ციხეში დაბრუნებას უპირებენ

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილ სააკაშვილს ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში უპირებენ დაბრუნებას. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მთავრობას ბრიუსელში ვიზიტისთვის დასჭირდა.

„სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია. ვფიქრობ, ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება“ – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ვერ ჭამს და სუსტადაა.

მსგავსი თემები