,,იარაღები, აღჭურვილობა, ფინანსური დახმარება, სანქციები რუსეთზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი დამატებით დახმარებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ  ატლანტიკურ საბჭოს გადაცემული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია, სახელი და გმირობის ისტორია დგას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას რთულ ბრძოლაში იარაღი და ფინანსური დახმარება სჭირდება. მისი თქმით, ახლა უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, მთელი მსოფლიოსგან იგრძნონ, რომ ისინი ამ განსაცდელში მარტო არ არიან.

,,ეს სამართლიანი და სწორი ჟესტია, პატივი მიაგო უკრაინელ ხალხს, რადგან სიმამაცე ჩვენი ხასიათის ეროვნული თვისებაა. ესენი არიან მარიუპოლისა და “აზოვსტალის” შეუპოვარი მცველები, რომლებიც თვეებია ინარჩუნებენ პოზიციას. ეს ყველა მებრძოლია, რომელიც დაიღუპა უკრაინის დაცვისთვის, მაშასადამე ევროპის დაცვისთვის.

ნუ შეგეშინდებათ, მოდით უკრაინაში. მოისმინეთ ათასობით მსგავსი ისტორია ჩვენზე, უკრაინელებზე. ჩახედეთ მათ მამაც თვალებში, ჩამოართვით მათ ხელი და დაინახავთ, რომ ისინი ამას დიდებისთვის არ აკეთებენ, რომ მათ მხოლოდ ჯილდოები არ სჭირდებათ, არამედ კონკრეტული დახმარება და მხარდაჭერა.

იარაღები, აღჭურვილობა, ფინანსური დახმარება, სანქციები რუსეთზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში მარტო არ არიან, რომ თქვენ, მთელი მსოფლიო, ჩვენი პლანეტის თავისუფალი სახელმწიფოები და ერები მხარს უჭერთ მათ,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები