,,ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი ვივამედში, კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ყოფილი პრეზიდენტის კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანას ეხმაურება. ალასანია იმედოვნებს, რომ მისი შვილის გამოკვლევა სათანადოდ მოხდება.

,,გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ.

ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში“. კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ. დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენც გაგვაგებინებენ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები