აჩვენებს თუ არა კოვიდტესტი დადებით პასუხს აცრის შემდეგ – CDC-ს განმარტება

ინფორმაცია, რომ აცრის შემდეგ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი შეიძლება აჩვენოს, არასწორია – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული.

უწყების ცნობით, არცერთი ავტორიზებული ტესტი კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ დადებით შედეგს არ იძლევა, თუ ადამიანი ინფიცირებული არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი იმუნურ პასუხს გამოიმუშავებს, რაც ვაქცინაციის მიზანია, დადებითი მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტი იქნება. ანტისხეულებზე ჩატარებული ანალიზი განსაზღვრავს, ასევე, გაქვთ თუ არა გადატანილი ინფექცია.

ექსპერტები, ამჟამად, მსჯელობენ, რა გავლენას ახდენს კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შედეგებზე.

მსგავსი თემები