,,ჩვენ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, თუმცა ის არასდროს გაიღო”- დმიტრო კულება

,,უკრაინა მოუწოდებს სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად, ”– აღნიშნულ განცხადებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის. მას შემდეგ ჩვენ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, თუმცა ის არასდროს გაიღო. უსაფრთხოების ვაკუუმმა გამოიწვია რუსეთის აგრესია. მსოფლიოს უკრაინის წინაშე უსაფრთხოება მართებს და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მსგავსი თემები