,,ყველა პრორუს ოლიგარქს “დე-ოლიგარქიზაცია” ემუქრება”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე უარი, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესნტერესების გამო თქვა.

,,”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოავლინა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ, რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქ ივანიშვილის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა პრორუს ოლიგარქს “დე-ოლიგარქიზაცია” ემუქრება,”-  წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

მსგავსი თემები