იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიაში პუტინის ქალიშვილებიც არიან

იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. გაიყინა რუსეთის 398 მოქალაქის ქონება, რომელთა შორისაც არიან ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები – კატერინა და მარია.

სანქცირებულთა სიაში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები, მეუღლე მარია ლავროვა და ქალიშვილი ეკატერინა ვინოკუროვაც მოხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეგახსენებთ, იაპონიამ რუსი პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები 25 მარტსაც დააწესა. სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა.

მსგავსი თემები