„100 000 ადამიანი მარიუპოლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს“ – ირინა ვერეშუკი 

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის რეგიონებსა და რუსეთის ციხეებში  700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი იმყოფება.  აღნიშნულის შესახებ ირინა ვერეშუკმა ,,როიტერთან” ინტერვიუს დროს  ისაუბრა.

ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა,  რომ ამჟამად ალყაშემორტყმულ მარიუპოლში დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება.

“მანამდე იყო საევაკუაციო მატარებლები და ხალხი მათ იყენებდა. თუმცა,  მარიუპოლში იმყოფებოდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რა თქმა უნდა ყველას არ შეეძლო მატარებლის გამოყენება. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილენკომ გაუწია საევაკუაციო მატარებლებს ორგანიზება და მოსახლეობის ნაწილმა ქალაქის დატოვება შეძლო. ამ დრომდე, როგორც ვიცი, გამოსვლას ვერ ახერხებს 100 000 ადამიანი. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი რუსულ ციხეებში იმყოფება, ჩვენი 700 სამხედრო იმყოფება რუსეთის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკებისა და ყირიმის ციხეებში ” – განაცხადა ვერეშუკმა.

მსგავსი თემები