ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან წევრის სტატუსის მისაღებად

მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა ევროკავშირის საბჭომ მაქსიმალურად სწრაფად წარმოადგინოს თავისი დასკვნა“, – აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. მისი შეფასებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემა პირველი ნაწილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ევროკავშირის საბჭოს დავალებით, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა თქვენი განაცხადის შეფასების მიზნით, რომლის პირველი ნაწილიც ითვალისწინებს თქვენთვის კითხვარის გადმოცემას. ამ კითხვარის მეშვეობით, გვსურს გავიგოთ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. კიდევ ერთი ასპექტი შეეხება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს თქვენი პირველი ნაბიჯია ევროპულ გზაზე“ – განაცხადა  კითხვარის გადაცემის ცერემონიაზე  ევროკომისარმა, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.

მსგავსი თემები