ახალ-ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გრძელდება. ამჯერად, კრემლს უნდობლობას იუნესკოც უცხადებს. კერძოდ, იუნესკო-ს წევრი 46 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უარს აცხადებს რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ყაზანში დაგეგმილი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მიიღოს მონაწილეობა.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესია დაგეგმილია ივნისში. წერილის ავტორების ინფორმაციით, უკრაინაში განადგურებული ან დაზიანებულია კულტურის 53 ძეგლი.