თურქეთში მოლაპარაკება დღეს განახლდება

დღეს, თურქეთი ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი სწორედ დღეს გაგრძელდება. არსებითი ისევ ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევაა, რადგანაც, უკრაინა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

ქალაქებში ჩარჩენილ მოქალაქეებს არც წყალი აქვთ და არც საკვები. ათასობით ადამიანი მეტროებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებში აფარებს თავს. მათ, ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ აქვთ.

გუშინდელი სამშვიდობო მოლაპარაკებით მხარეები მეტნაკლებად კმაყოფილები არიან, თუმცა, უკრაინული მხარის მოთხოვნაა, რუსეთმა შეთანხმების პირობები დაიცვას და შეასრულოს.

 

 

მსგავსი თემები