რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს- ,,CNN”

,,CNN-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას უკრაინაში სამხედრო მიღწევების ესკალაციის გამოსაცხადებლად.

ამერიკელ და დასავლელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის პრეზიდენტს რუსული სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს.

ამ დროისთვის, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები არის „სპეციალური ოპერაცია“, რომლის მთავარი მიზანი „დენაციფიკაციაა“.

„ვფიქრობ, ის ეცდება თავისი „სპეციალური ოპერაციიდან“ გადასვლას. ის ამზადებს ნიადაგს, რომ თქვას – „შეხედეთ, ეს ახლა არის ომი ნაცისტების წინააღმდეგ და მე მჭირდება მეტი ხალხი, მე მჭირდება მეტი რუსული საზარბაზნე ხორცი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა ,,LBC” რადიოს ეთერში გასულ კვირას.

ბენ უოლასის განცხადებით, მოულოდნელი არ იქნება, თუ 9 მაისს ვლადიმირ პუტინი გამოაცხადებს, რომ რუსეთი „მსოფლიო ნაცისტების წინააღმდეგ ომში იმყოფება“ და რომ მას რუსი ხალხის მასობრივი მობილიზება სჭირდება.

დასავლეთი 9 მაისისთვის განიხილავს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას, ოდესისკენ შეტევას ან მარიუპოლზე სრული კონტროლის გამოცხადებას. ამასთან, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი შესაძლოა გეგმავდეს ხერსონის ანექსიასაც.

მსგავსი თემები