ოკუპირებული ცხინვალიდან და აფხაზეთიდან უკრაინაში 2 000-მდე ჯარისკაცი გადაისროლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ რუსეთს უკრაინაში ცოცხალი ძალა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაჰყავს.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეკრუტირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქ. უკრაინის ტერიტორიაზე მე-4 (ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზები გადაიყვანეს. მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში გაგზავნეს სამი ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ორი ჯავშან ტრანსპორტიორი და დაახლოებით 800 ადამიანი“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

რამდენიმე დღის უკან ვიდეოც კი გავრცელდა, როგორ გადიოდნენ გარკვეული შენაერთდები ოკუპირებული ცხინვალიდან.

 

მსგავსი თემები