„ნატო არ გახდება ომის მხარე, ეს ნათელია“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნატო არ აპირებს რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი თუ ირიბი მონაწილე გახდეს. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, ეს არც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებამდე მივა.

„ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება არ უნდა მოხდეს და ამიტომ ჩვენ ყველანი ასე გულწრფელები ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვითარებამ აქამდე არ მივიდეს. ნატო არ და ვერ  გახდება ომის მხარე, ეს ნათელია“, – განმარტავს გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი თემები