შესაძლოა, იმ ადამიანთა ასაკი შემცირდეს, ვინც აცრის სანაცვლოდ ფულად პრემიას მიიღებს

იმუნიზაციის ახალი გეგმის მიხედვით, რომელიც განხილვის ეტაპზეა, ვაქცინაციის წახალესების მიზნით, შესაძლოა იმ ადამიანთა ასაკის შემცირება, რომლებიც ვაქცინაციის სანაცვლოდ ფულად პრემიას მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ წახალისება აუცილებელია.

„იმუნიზაციის ახალი გეგმის მონაცემები რამდენიმე თვის უკან იყო შემუშავებული. პირველ რიგში, ეს გულისხმობდა იმ ასაკობრივი ზღვარის შემცირებას, სადაც ფულადი წახალისება იყო. ვფიქრობთ, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაშია ძალიან დაბალია და ასეთი წამახალისებელი ღონისძიებები შედეგს მოიტანს.  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ასეთი ინტერვენციები“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პროფესორის შეფასებით, ყველა წამახალისებელი ღონისძიება მხარდაჭერილი უნდა იყოს.

„შესაძლებელია, ამუშავდეს სხვა მექანიზმებიც. მაგალითად, იმუნიზაციის მარათონი, რომელმაც კარგი შედეგი მოგვცა. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მეტად ჩართვა ამ პროცესებში. ყველა ასეთი ღონისძიება უნდა იყოს მაქსიმალურად მხარდაჭერილი“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში.

 

მსგავსი თემები