„დასავლეთი რუსეთის კულტურის გარიყვას ცდილობს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთი ყველანაირად ცდილობს რუსული კულტურის გარიყვას. მისივე შეფასებით, ეს თავდასხმაა, რომელიც ძალიან ჰგავს ჰიტლერის მმართველობის პერიოდს გერმანიაში.

„ლიტერატურის განადგურების ასეთი მასობრივი კამპანია ბოლოს, დაახლოებით 90 წლის უკან გერმანიაში ნაცისტებს ჰქონდათ. ცდილობენ, გააუქმონ ათასწლოვანი ქვეყანა. ვსაუბრობ პროგრესულ დისკრიმინაციაზე ყველაფრის მიმართ, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები