რას იზამდა მოსახლეობა რუსეთის ჯარი საქართველოში რომ შემოსულიყო?! – კვლევის შედეგები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  იპმ-მა საზოგადოებრივი ზარის კვლევა ჩაატარა. კითხვაზე: რას მოიმოქმედებთ, თუ რუსული ჯარები, უკრაინის მსგავსად, საქართველოშიც შემოვლენ, პასუხები ასე გადანაწილდა:

·        გამოკითხული მოსახლეობის 42.7%, მზად არის რომ დარჩეს ქვეყანაში და იბრძოლოს იარაღით ხელში; 24.2% ქვეყანაში დარჩება და შეეცდება უსაფრთხოდ იყოს;

·        რესპონდენტების 16.7% გამოთქვამს მზაობას, რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო ხოლო 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში);

·        კვლევის მონაწილეების 11.2% აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო);

·        3% აცხადებს, რომ მიტინგებს შეუერთდება;

·        გამოკითხულთა 1.7% აღნიშნავს, რომ წავა ქვეყნიდან;

მორიგ კითხვას – შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ, გაემგზავრებოდით უკრაინის რომელიმე ქალაქსა თუ ოლქში, რათა შეგეთავაზებინათ თქვენი დახმარება მათთვის, პასუხი შემდეგია:

·        47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა

·        მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვაზე მზაობას ჯამში 34% გამოთქვამს, აქედან 17% სამედიცინო/ფსიქო-სოციალურ, ხოლო 17% სამოქალაქო- მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას ასახელებს

·        სამხედრო დახმარებისთვის გამოკითხულთა 10.6%-ია მზად;

·       ხოლო დევნილებთან და ბავშვებთან დაკავშირებული დახმარებისთვის მზაობას, შესაბამისად რესპონდენტების 4.4% და 2.1% გამოთქვამს.

კვლევის მონაწილეების 57% გამოთქვამს მზაობას, რომ დახმარების შესათავაზებლად გაემგზავროს უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში; 43% კი აღნიშნავს, რომ არ გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში დახმარების შესათავაზებლად.

 

მსგავსი თემები