რუსეთი უკრაინის 4 ქალაქში ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის

10:00 საათიდან რუსეთი უკრაინის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყანა დატოვონ. ჰუმანიტარული დერეფანი  კიევს, ხარკოვს, სუმს და მარიუპოლის შეეხება. პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტის თხოვნით მიიღო.

კიევში მყოფ სამოქალაქო პირებს სთავაზობენ ჯერ ბელარუსში გადავიდნენ და იქიდან რუსეთში. ხოლო მარიოპულიდან, ხარკოვიდან და სუმიდან რუსეთის ქალაქებში ტაგანროგსა და ბელგოროდშიგადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ორმხრივ მოლაპარაკებებშიც  დაადასტურა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, თუმცა, ის დაარღვია და  სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნა.

 

მსგავსი თემები