ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია “УKPAIHA 24”-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება.
“მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი – ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში,”- აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.