პუტინმა არამეგობრული ქვეყნების სიის შედგენის განკარგულება გასცა

რუსეთის ხელისუფლებამ ორი დღის განმავლობაში არაკეთილმეგობრული ქვეყნების სია უნდა შეადგინოს. განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ორი დღის განმავლობაში იმ არაკეთილმეგობრული ქვეყნების სია უნდა შექმნან, რომლებიც რუსეთის ფედერაციის, რუსული იურიდიული პირების და ასევე ფიზიკური პირების მიმართა არამეგობრულ ქმედებებს სჩადიან, – ნათქვამი დოკუემნტში, რომელსაც ხელი არამეგობრული ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა.

განკარგულების თანახმად, არამეგობრული ქვეყნების კრედიტორებს რუსული კომპანიები ვალს არა ევროსა და დოლარში, არამედ რუბლში გადაუხდიან.

მსგავსი თემები