„თუ ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, მანდატს არ გაუუქმებდნენ“ – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენელს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ოპერაციის დადასტურებაა.

„ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას არაფერი აქვს საერთო არც კონსტიტუციურ მართლწესრიგთან და არც კანონის უზენაესობასთან. მან პირდაპირ თქვა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, პარლამენტის წევრის მანდატს არ გაუუქმებდნენ. კობახიძის განცხადება, რომ ბადრი ჯაფარიძეს საკუთარი ბრალეულობა უნდა ეღიარებინა, სწორედ ამას ნიშნავს. რეალობაა, რომ ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება“ – აცხადებს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს მანდატი ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ჯაფარიძე ამჯერად რუსთავს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

მსგავსი თემები