ღუდუშაურის კლინიკა ინფიცირებული ორსულებისთვის „კოვიდ ცენტრს“ ხსნის – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

ფეხმძიმეებში ვირუსის ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით    ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. მისი განცხადებით, შემთხვევების მატების გამო კლინიკაში ორსულებისთვის “კოვიდ ცენტრი” იხსნება.

„ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 11 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული და დღესდღეობით უფრო და უფრო იმატებს. აქედან გამომდინარე, ღუდუშაურის კლინიკა შეურთდა და გამოყო იზოლირებული საწოლები ორსულთათვის“- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ მთავართან

როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონი“ განსაკუთრებით საშიშია მესამე ტრიმესტრში მყოფი ფეხმძიმეებისთვის.

„განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში იმატებს გართულებები. არაორსულ პაციენტებში ომიკრონი მიმდინარეობს მსუბუქად, თუმცა გარკვეულ ორსულებში, რომლებსაც აქვს ქრონიკული ინფექციები, საზიანოა, როგორც ორსულთათვის, ისე ნაყოფისთვის – აღნიშნა პაატა  ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ მთავართან.

ორსულებში ვირუსით ინფიცირება მაღალია – პაატა ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები