სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასში“ შევა

დღეს, 2 თებერვალს 17:30 სთ-ზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი  კომპანიებში  –  შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასში“  სემეკის შესვლაზე განცხადებას გააკეთებს.

კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება  ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს.

 

მსგავსი თემები