“მოტივაცია უდიდესი მაქვს, ბევრი რამე მაქვს დასამტკიცებელი”, – შოთა არველაძის პირველი ინტერვიუ “ჰალ სიტიში”

შოთა არველაძე “ჰალში” 2.5-წლიანი კონტრაქტით დაინიშნა. გუშინ ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა.

ქართველმა მწვრთნელმა პირველი ინტერვიუ “ჰალის” გვერდს მისცა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს:

“უღმესი მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ყველას ოცნებაა, რომ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა ინგლისში ჰქონდეს, მე ამის საშუალება მომეცა. მოტივირებული ვარ და მინდა დავამტკიცოთ, რომ ამ ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეებით კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მიმზიდველი ფეხბურთის მოყვარული ვარ და მინდა ჩვენი თამაშის ხილვა გულშემატკივარს უხაროდეს”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

მისი თქმით, დებიუტი იმნიშვნელოვანესი იქნება და ამ თამაშს ის მოუთმენლად ელის.

“პირველი თამაში “სუონსთან” მექნება, ფანებთან შეხვედრასაც მოუთენლად ველი. მთავარი მიზანი ყოველთვის იქნება გამარჯვება. ფანებს ველით, რომ მხარი დაუჭირონ ბიჭებს. გუნდში ბრწყინვალე მოთამაშეები გვყავს. მოდი, ერთად ვიშრომოთ, ერთად გავიხაროთ და ერთად გავიმარჯვოთ”, – განაცხადა ქართველმა.

მსგავსი თემები