“სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია” – თენგიზ წულაძე

“სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს”,-  განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ.

მისივე თქმით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, არ გაუმჯობესებულა.

როგორც მან აღნიშნა, 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას.

“მიხეილ სააკაშვილთან რჩება პოსტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ეს ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეპალოფატიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს  ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც.  დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, რომელიც იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა ნევრილოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება“, – განაცხადა ნევროლოგმა.

 

 

მსგავსი თემები