საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ტვიტერზე” პოსტის სახით განაცხადა, რომ უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.
“საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ქვეყნისათვის ყოვლად მიუღებელი შემთხვევაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას”, – წერია განცხადებაში.
14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“