თუ რუსეთი კონფლიქტს აირჩევს, შესაბამის პასუხს მიიღებს – ამერიკა რუსეთს აფრთხილებს

რუსეთის მუქარას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ვერ გახდებიან, შეერთებული შტატები მორიგი გაფრთხილებით პასუხობს.

აღნიშნულ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ჟენევაში გამართულ აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის შედეგებსა და შემდგომი ნაბიჯებს.

„სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ უკრაინის შესახებ არსებითი დისკუსიები უკრაინის გარეშე არ გაიმართება. სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ, გააძლიერონ ნატოს ყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში“, – ვკითხულობთ ოფიციალურ  განცხადებაში.

 

მსგავსი თემები