საქართველოში “ომიკრონის” შემთხვევები ერთ დღეში გაორმაგდა და 600-ს მიაღწია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 600 შემთხვევა.

გუშინდელთან შედარებით აღნიშნული მონაცემები თითქმის გაორმაგებულია, შეგახსენებთ, 5 იანვარს ლაბორატორიულად დადასტურებული “ომიკრონის” მხოლოდ 335 შემთხვევა გვქონდა.

მსგავსი თემები