UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში ლექსო ლაშქარავა შეიყვანა

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელშიც “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაემატა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.

ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვლილი იპოვეს.

შსს-მ საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირება აუწყა.

მსგავსი თემები