“მოსამართლეების 80-90% იგივე დარჩა, როცა ისინი პროკურატურას ჯიბეში ჰყავდა” – გელა ნიკოლეიშვილი

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასაბუთება მოუწევს, როგორ შეარჩია 144-დან 50 კანდიდატი“, აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატია.

მართალია, ამ ეტაპზე, ის 144 კაციან სიაში ირიცხება თუმცა, არ იცის, ე.წ. 50-ეულში გადავა თუ არა. როგორც ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს ბეწვის ხიდზე მოუწევს გასვლა და იმის დასაბუთება, რის მიხედვით უთხრა თანხმობა მაგალითად, მოქმედ მოსამართლეს და რატომ „დაბრაკა“ ადვოკატი.

„ჩემი მოტივაცია, გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, განაპირობა იმ რეალურმა ვითარებამ, რაც დღეს სასამართლო სისტემაში გვაქვს. პირველ რიგში, ის, რომ დღეს მართლმსაჯულებას ძალიან უჭირს და ნდომა ძალიან დაბალია, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მართლმსაჯულების ასეთი დაბალი ნდობა გამოწვეულია სწორეთ იმით, რომ ძირათადად, ის მოსამართლეები და ის სისტემაა დარჩენილი რომელიც 10-15 წლის წინ მოღვაწეობდა. მოსამართლეები იმ დროს დაინიშნენ, როცა ხელისუფლების რეპუტაცია დაბალი იყო და სასამართლო ხელისუფება პროკურატურას ჯიბეში ჰყავდა. ამ ყველაფერს კი ზურაბ ადეიშვილი განაგებდა“ – აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, როცა ამ მოსამართლეებს მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა გაუვიდოდათ, იყო მოლოდინი, რომ ისინი შეიცვლებოდნენ, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება სხვა მიმართულებით წავიდა. ძირითადად, მოსამართლეების 80-90% იგივე დარჩა. აქედან გამომდინარე, დღესაც არის განცდა, რომ ამ ადამიანების დამორჩილება შესაძლებელია. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს, ყველამ კარგად იცით, რომ რაც დეკემბერში მოხდა, ამის შედეგად მიიღეს ახალი კანონი და მის მიხედვით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რეალურად, გარედან შევიდნენ ამ სისტემაში ადამიანები და გაჩნდნენ ახალი მოსამართლეები. სხვა შემთხვევაში ეს იყ ჩაკეტილი სისტემა“ – აღნიშნა გელა ნიკოლეიშვლმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ადვოკატი აცხადებს, არამოსამართლეებს მოსამართლეობის შესაძლებლობა სწორედ ვენეეციის კომისიის რეკომანდაციების შემდეგ მიეცათ და 144-დან შერჩეული 50 კანდიდატი, იუსტიციის საბჭოსთვის ტესტი და ლუსტრაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ 144 კაციანი სიიდან, იუსტიციის საბჭომ, კანდიდატები უნდა გაცხრილოს და 50 ადამიანი დატოვოს. პირველადი გაცხრილვა საბჭოს სურვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 50-დან 20 კაცის შერჩევას, ეს უკვე საჯაროდ ხდება და თოთოეულ წევრზე, საბჭოს დასაბუთება მოუწევთ, რატომ შეარჩიეს კონკრეტული კანდიდატი და რატომ უთხრეს სხვას უარი. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადადის. პარლამენტმა, წარდგენილი სიიდან, მომავალი მოსამართლეები კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს.

გელა ნიკოლეიშვილის სრული ვიდეო ჩანაწერის სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://mcm.ge

მსგავსი თემები