ჩილეში მეფუტკრეების აქციაზე, აქტივისტების დაკავების დროს, ფუტკრებმა პოლიციელები დაკბინეს

ჩილეში მეფუტკრეების აქციაზე, დემონსტრანტების დაკავების დროს, ფუტკრებმა 7 პოლიციელი დაკბინეს.

როგორც BBC იუწყება, მეფუტკრეებმა აქცია ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში პრეზიდენტის სასახლის წინ გამართეს.  მათ ქუჩაში 60 სკა განათავსეს რომელშიც დაახლოებით, 10 000 ფუტკარი იყო. დემონსტრანტების თქმით, გვალვამ მათი პროდუქცია დააზარალა და ისინი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ.

 

 

მსგავსი თემები