“რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა” – ვოლსკი სააკაშვილზე

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  “სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი”. რაზეც გია ვოლსკის პასუხმაც არ დააყოვნა:

“მე არ მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი, საერთოდ, პატიმარი სააკაშვილი, პრასტრაციაში მყოფი და რაღაც სულელური ფორმულებით მოლაპარაკე მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილის ფორმატი რაიმეს წარმოადგენს ისეთს, რომელსაც შეუძლია ქვეყნისათვის რაიმე სიკეთე მოიტანოს. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ეს არ არის საქართველოში შემოღებული რაღაც წესი. დანაშაული რა მაღალი თანამდებობის პირმაც არ უნდა ჩაიდინოს, არ უნდა ვიმსჯელოთ სწორედაც პოლიტიკური ნიშნით მისი ამ დანაშაულისგან, ბრალდებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს” – განაცხადა გიამ.

მსგავსი თემები