„ღრეობა – შავი ჭირი“ – პაატა იმნაძე ღამის კლუბების გახსნაში საფრთხეს ხედავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, პანდემიისა და „ომიკრონის“ შტამის გავრცელების ფონზე, ღამის კლუბების გახსნა არ შეიძლება, რადგანაც, ის, ვირუსის გავრცელების მხრივ საფრთხის შემცველია.

„არის ასეთი გამოთქმა – ღრეობა, შავი ჭირი. ძალიან რთულია ამის შედარება რესტორანთან და ღია სივრცესთან.  საქართველო მთვარეზე ხომ არ არის? ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან რთულია ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნაზე შეთანხმება არ ყოფილა. მათთვის არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ და არავინ დაჰპირებია მათ ამას. მაგრამ “ომიკრონი” გამოჩნდა. კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში გამართულ ღონისძიებასთან?  დახურულ სივრცეში, სადაც 2 000 კაცი ერთად ცეკვავს, საფრთხე დიდია“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-თან.

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ, გუშინ, ღამის კლუბები 10 000 ლარით დააჯარიმა და დახურა.

მსგავსი თემები