ბრიტანეთში „ომიკრონის“ შემთხვევები 100 000 ინფიცირებულს აჭარბებს

მსოფლიოს ქვეყნებში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. საკმარისია ქვეყანაშ ერთი ინფიცირებული შევიდეს, რომ „ომიკრონი“ 2 კვირაში დომინანტი ხდება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ავადობა საქართველოშიც საკმაოდ დიდი იქნება.

ომიკრონი“ ისეთია, შეუძლია, საკუთარი სიძლიერე 2-3 კვრაში გვაჩვენოს და დომინანტი გახდეს. სამწუხაროდ, ისეთი ტემპებით ვრცელდება, თუმდაც ბრიტანეთში, დღეში 100 000-სს გადააჭარბა. ჩვენთანაც ავადობის დიდი რაოდენობა იქნება. მაგალითად ნორვეგიაც საკმარისია. იქ, ორმა ადამიანმა შეიტანა ვირუსი  და  2 კვირაში კატასტროფულად გავრცელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლინიკები გადაიტვირთება. ჩვენ უფრო გაგვიჭირდება, რადგანაც, მოსახლეობის 40%-იც კი არ არის აცრილი. ამიტომ, წინასწარ ძნელია თქმა, რას გამოიწვევს „ომიკრონის“ შტამი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები