კლუბ „ბასიანთან“ მობილიზებულია პოლიცია და ხმაურია

კლუბებს აჯარიმებენ და ხურავენ.  ამ წუთებში „ბასიანთან“  მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შეკრებილები არიან მხარდამჭერები, რადგანაც კლუბს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ხურავენ.

ინსპექციის წარმომადგენლებმა კლუბის წარმომადგენლები 10 000 ლარით დააჯარიმეს და სთხოვეს კლუბიდან ტექნიკა გამოიტანონ, რათა ტერიტორია დალუქონ.

კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღონისძიებას არ გადადებენ, რადგანაც დაგეგმილია და ბილეთები გაყიდულია. შრომის ინსპექციის წარმომადგენლები სხვა კლუბებიც დააჯარიმეს.

მსგავსი თემები