ენდოკრინოლოგის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილთან ფსიქიატრმა და ნევროლოგმა აუცილებლად უნდა იმუშაოს

ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი მოინახულა. როგორც ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა,აუცილებლად უნდა იმუშაოს როგორც ფსიქიატრმა, ისე ნევროლოგმა.

„შეუძლია მიიღოს ყველანაირი საჭმელი. ეს იცით რა ნიშნავს? – ამის უფლება უკვე აქვს და შეუძლია, რომ მიიღოს საჭმელი. მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ იღებს იმ რაოდენობით, რაც უნდა მიიღოს…. ყველას უკვირს ანალიზი საიდან არის ნორმალური. ანალიზი ნორმალური იქიდან არის, რომ იმ ცოტა პორციის, რომელსაც იღებს, ათვისება ხდება. გამოსწორდა ის ანალიზი, რაც ადრე იყო დარღვეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის. ცუდად არის იმიტომ, რომ სუსტადაა, არ დგება. აუცილებლად უნდა იყოს ფსიქიატრების და ნევროლოგების კონსილიუმი“ – განუცხადა ელენე  გიორგაძემ ჟურნალისტებს.

 

მსგავსი თემები