წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე უკვე მესამედ ვერ აირჩიეს

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უკვე მესამედ გადაიდო. მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩაინიშნა.

რაც შეეხება ჩხოროწყუს საკრებულოს, მას ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. თანამდებობაზე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს.

ორივე რეგიონში საკრებულოს სხდომები ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები