“ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გიპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით” – მიტროპოლიტი გრიგოლი

  •  

ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფოთისა და ხობის ეპარქია. მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს; ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს.

ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს! ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გიპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმავყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით,” – ნათქვამია ფოთისა და ხობის ეპარქიის განცხადებაში.

მსგავსი თემები