თბილისის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე შვილმოკლული მამების აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი ინციდენტი ტერიტორიაზე კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა, უამინდობის გამო სამართალდამცველებს სთხოვეს, ტერიტორიაზე კარვის გაშლის უფლება მიეცათ, რაზეც მათგან წინააღმდეგობა მიიღეს. თუმცა, უამინდობის გამო, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან შეიყვანეს, სადაც წვიმა არ აღწევდა. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებთან მივიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს.
აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ბანერს შეფარებოდნენ, რასაც სამართალდამცავთა მხრიდან კვლავ წინააღმდეგობა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს კი ზაზა სარალძე პროვოკაციას უწოდებს, ვინაიდან, მისი თქმით, პოლიციას არ განუმარტავს, თუ კანონის რა მოთხოვნის საფუძველზე არ აძლევენ კარვის გაშლის უფლებას.
ტერიტორიაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ესაუბრა როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცავებს/