საქართველოში ვაქცინაციით პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა ვერ ხერხდება  

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში, ვაქცინაციით პოპულაციური იმუნიტეტი ვერ შეიქმნება.

„პერსპექტივა იმისა, რომ საქართველომ ვაქცინციით მოახერხოს პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. მოსახლეობის მინიმუმ 60%-იანი მოცვა გვჭირდება იმისთვის, რომ განვაცხადოთ, რომ პანდემის კონტროლს ექვემდებარება. ზამთრის პერიოდი სავარაუდო საფრთხეებს უფრო ზრდის და ამას დაემატა „ომიკრონის“ ვირუსი, რომელიც გაცილებით იოლად ვრცელდება და იოლად გადადის“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

პროფესორის შეფასებით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ე.წ. ბუსტერ დოზების აუცილებლობაზეც საუბრობს.

„ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, მისთვის ორი დოზა და ხუთი დოზაც ერთნაირია. ისინი ვაქცინაციას არ აპირებენ. ორი დოზა საკმარისი არ არის იმისთვის, რათა დაცული ვიყოთ. აუცილებლად უნდა გავიკეთო მესამე დოზა, ბუსტერი და მივიღო მყარი იმუნური პასუხი“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

მსგავსი თემები