მიხეილ სააკაშილი ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის და გადაყენებას პირადად მასთან აკავშირებს

მიხეილ სააკაშილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადაყენების მიზეზი სწორედ მასთან არის დაკავშირებული.

„ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა“, –  წერს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი.

მისი შეფასებით, აწ უკვე ყოფილი მინისტრი მადლობას იმსახურებს.

„არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა. კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის განცხადებით, ის დაკავებულ პოზიციას ტოვებს და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში გააგრძელებს.

მსგავსი თემები