მოქმედებს თუ არა არსებული ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ ვირუსი მუტაციას მუდმივად განიცდის და მისი თვისებები ცვალებადია. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, „კორონავირუსის“ თვისებებიც,  ხასიათიც და გადამდებლობაც შეცვლილია და კიდევ შეიცვლება.

„ვერავინ იტყვის, რომ „კორონავირუსი“ ერთხელ აღმოაჩინეს და მისი თვისებები არ შეცვლილა. ვირუსი მუტაციას მუდმივად განიცდის. თავდაპირველად იყო ერთი ტიპის, შემდეგ, მრავალრიცხოვანი მუტაციის შედეგად გახდა სხვა ტიპის. შეიცვალა გადამდებლობაც, აგრესიულობაც და ვაქცინების მიმართ წინააღმდეგობაც, გავრცელებაც“ – აცხადებს პროფესორი.

რაც შეეხება აცრას, ივანე ჩხაიძის თქმით, კვლევის მიხედვით, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, „ომიკრონის“ წინააღმდეგ შესაძლებელია ორი სხვადასხვა მექანიზმი ამუშავდეს.

„ერთი ეფექტური მექანიზმია „ბუსტერის“ გაკეთება, რომელიც 25-ჯერ ზრდის დამცველობის ძალას. „ფაიზერის“ ბუსტერი განიხილება როგორც პირველ-მეორე დოზაზე გაცილებით უფრო ენერგიული და მძლავრი  „ომიკრონის“ წინააღმდეგ. მეორეა ადამიანი იყოს დაცული, კერძოდ, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, შემდეგ  უნდა აიცრას. „ბუსტერი“ და ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია  ითვლება ყველაზე მაღალი წინააღმდეგობის უნარის მქონედ „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები