სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტის ჩართვას გეგმავს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი და თავად ომბუდსმენი გორის ჰოსპიტალში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს რამდენიმე დღეში მოინახულებს. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსილიუმის გაფართოება და მასში ფსიქიკური მიმართულების სპეციალისტის ჩართვა იგეგმება.  

„იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში,“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები