„აფრასიძე  დახვრიტეს და ბეჭედს, რომ ვერ აძრობდნენ თითი მოკვეთეს“ – „აფრასიძეების საქმე“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ახლა არის სწორედ ის დრო, როცა ეს საკითხი უნდა იქნას გამოტანილი, ძალიან ხშირად პრევალირებს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალეულობები და ეს სამასხარაოა, სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალის სერიოზულობა მნიშვნელობას კარგავს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხდა.

ლორთქიფანიძემ ისაუბრა, პროკურატურის 2021 წლის დადგენილებაზე აფრასიძეების დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქმე აღსრულებაში უდნა მოვიდეს, როგორც მან განმარტა ეს ოჯახის მოთხოვნაა:

„2004 წლის 24 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ის იყო სამხედრო ოპერაცია აფრასიძეების მიმართ, ეს სააკაშვილის ინაუგურაციიდან ორი თვის შემდეგ მოხდა.

როგორ წარმოგიდგენიათ ხართ 7 წლის ასაკის და მძინარეს დილის 5 საათზე გაღვიძებთ დაბომბვა და შემდეგ აღმოაჩენთ, რომ დახვრეტილი გყავთ ბაბუა, ბიძა და განადგურებული გაქვთ ოჯახი, ჩემთან ზის გარდაცვლილი აფრასიძის შვილიშვილი – ლედი აფრასიძე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ევგენი აფრასიძის მეუღლე დოდო აფრასიძე და გოჩა აფრასიძე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო დააკავეს დაზარალებულად ცნობის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც მთავარსარდალი იმ დროს იძლეოდა ბრძანებას, მათ ამოწყვიტეს ოჯახი, 12 ვერტმფრენით დილის ხუთ საათზე ანადგურებ ოჯახს და იქიდან არცერთი ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოგაქვს.

პროკურატურამ დაადგინა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა უფლემაბომოსილების გადამეტებას და სიცოცხლის განზრახ ხელყოფას, დაჭრილ მდგომარეობაში დააკავეს ევგენი აფრასიძე და დახვრიტეს და ბეჭედს, რომ ვერ აძრობდნენ თითი მოკვეთეს.

მე მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, როგორ იძლევა სააკაშვილი ბრძანებას.

ჩვენ ვითხოვთ უმოკლეს ვადაში წარედგინოთ ბრალი სააკაშვილსაც და ბარამიძესაც, პროკურატურამ ჩემი ოჯახი დაზარალებულად სცნო, ჩემთვის რთულია ვიფიქრო იამზე ვაპატიო, მითუმეტეს როცა არ თვლის რომ დამნაშავეა, ღმერთმა აპატიოს ჩვენ ვერ შევძლებთ,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები