საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 466-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 509 პირს დაუდასტურდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 778 შემთხვევა გამოვლინდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები