„მოდიან ადამიანები უმაღლესი განათლებით, მაგრამ კიბეს ვერ გადადგამენ მარჯვნივ“ – კობა ქათამაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მივესალმები პრემიერის ინიციატივას, მე მაქვს ბევრ სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობა, რომლებიც კადრების დეფიციტს ასახელებენ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პროექტების განვითარების მართვის ცენტრის“ დამფუძნებელმა, კობა ქათამაძემ განაცხადა.

კობა ქათამაძე ამბობს, რომ სამუშაო ადგილების პრობლემა არ დგას, თუმცა, როგორც ის განმარტავს, სამშენებლო სექტორში პრობლემა კვალიფიციური კადრია. მისივე მოსაზრებით კადრების გადამზადებას 5 – 6 წელი დასჭირდება.

„სამშენებლო სექტორში არსებობს პროფესიული კადრების პრობლემა. მოდის პიროვნება, რომელსაც აქვს ძალა, მაგრამ არ შეუძლია კიბე გადადგას მარჯვნივ. ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანებთან გასაუბრება, მათი უნარების შესწავლა და დარგთა შორის გადანაწილება. შემიძლია ავიყვანო ადამიანები, გადავამზადო და გავუგზავნო ბაზარს ეს იქნება დიდი დახმარება ამ სოციალური პროგრამის.

სამსახური არ არის პრობლემა, პრობლემა არის პროფესიულ განათლებაში. უმაღლესი განათლებით მოდიან, მაგრამ არ აქვთ პრაქტიკულ და თეორიულ დონეზე ცოდნა. სამშენებლო რეგულაციები საკმაოდ გართულდა, სოციალური პოლიტიკა არის შესაცვლელი. ეს პრობლემა სამ თვეში ვერ მოგვარდება. ვფიქრობ, უნდა მოხდეს ამ ადამინების გასაუბრება მუნიციპალურ დონეზე, ამას კი სჭირდება სადღაც 5 – 6 წელი, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ.

სამშენებლო სექტორში თითქმის ყველა სექტორზე არის კადრის პრობლემა. ისინი ამბობენ, რომ 250 ლარი არის მათი გარანტირებული ხელფასი (სოციალური დახმარების სახით) და შეთავაზებულ სამსახურს როგორ მოერგებიან არ იციან. ამიტომ, თავს იკავებენ დასაქმებისგან. კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, იტანამშრომლონ სოციალურ სააგენტოსთან და თუ დასაქმებულმა ვერ შეძლო სამსახური გაგრძელებ და დარჩა უმუშევარი, მას ახალი სამსახურის პოვნამდე სოციალური დახმარება უნდა აღუდგეს” – განაცხადა კობა ქათამაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები