სოფელ ზეღდულეთში დაპირისპირება მოხდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დამუშავების უფლებას მის ამჟამინდელ მფლობელს დილიდან არ აძლევს, დაპირისპირება მოხდა.

სოფლის მოსახლეობამ იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეჩერება სცადა, რომლითაც მიწის მოხვნა მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მოსახლეობა შეაჩერეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია, მიღებული გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ფართობებზე ხვნის პროცესი 5 დღის განმავლობაში შეჩერდება. ამ პერიოდში სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას დავის სამართლებრივ ფორმატში დაწყებასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები