სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება თავისუფალ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, არ დაუფიქსირებიათ

მთელი დღის განმავლობაში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე მიდიან და თავად აკვირდებიან ხმის მიცემის პროცესს. დამკვირვებლები აგროვებენ ინფორმაციას, რომელსაც არჩევნების შემდეგ საკუთარ დასკვნებში ასახავენ.

“ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეს 6 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ და ვხედავთ, რომ არჩევნები კარგადაა ორგანიზებული. არ მომხდარა არანაირი ძალადობა და ამასთან, დაცულია კოვიდ რეგულაციები. უბნებს გარეთაც მშვიდი სიტუაციაა, არ ყოფილა პროვოკაციები,”- აცხადებს დამკვირვებელი ლიეიტუვადან რეინს ტოჩელოვსკი.

ამასთან, უკრაინელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ სიტუაცია მშვიდია და სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, არ შეუმჩნევიათ. 

“სიტუაცია საკმაოდ მშვიდია, შესაძლოა მთავარი პრობლემა იყოს, რომ 12 საათის შემდეგ ბევრი ხალხი მოვიდა ხმის მისაცემად, ზოგიერთი კომისიის წევრი კი, ვერ გაუმკლავდა სიტუაციას. მხოლოდ მინიმალური საჩივრებია დაფიქსირებული,”- აღნიშნავს დამკვირვებელი უკრაინიდან ოლენა იურკინა.

“სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, ჩვენ არ შეგვიმჩნევია,” – ამბობს ჯორჯ ჩიჟოვი დამკვირვებელი უკრაინიდან.

დღეს 2 ოქტომბერია და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები დღეს 64 მერს და საკრებულოების 2068 წევრს აირჩევენ.

მსგავსი თემები