“ჩემს გონებას არ ვტვირთავ ამ აზრებით“ – გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

  •  

“ჩემს გონებას არ ვტვირთავ ამ აზრებით“ – ასე ეხმაურება ,,სატრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 2 ოქტომბერს საქართველოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხს. ვაშაძის თქმით, სანამ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოვა, ცხოვრების მშვიდი რიტმი უნდა გაგრძელდეს. 

“ჩემს გონებას არ ვტვირთავ ამ აზრებით, საქმეს მივხედოთ და საქმე ვაკეთოთ ქვეყანაში. მე ერთი რამ ვიცი, რომ ის არჩევნების დასრულებამდე არ ჩამოდის, ამიტომ მშვიდად მივიდეთ არჩევნების დასრულებამდე“, – განაცხადა ვაშაძემ ,,ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.

ვაშაძემ ქვეყანაში მესამე ძალის საჭიროებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მესამე ძალა და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის, ძალა რომელიც შეძლებს ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რაც ხალხს ყველაზე მეტად  ჭირდება.

“შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ მესამე ძალას და ,,სტრატეგია აღმაშენებელს“ ნამდვილად შეგვიძლია სტაბილიზატორის როლი ვითამაშოთ ამ ქვეყანაში. ჩვენ ერთხელს ეს უკვე გავაკეთეთ და 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომ ხელი მოვაწერეთ, სწორედ იმით არის დღეს 43% და სწორედ იმით არის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნირების ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მსგავსი თემები