თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს, ქვედა კიდურების მოტეხილობები.
დაშავებულები სასწრაფომ სტაციონარში გადაიყვანა.